კოსმიური დამპყრობლები. ხალიჩა.
პიქსელური ხელოვნება, უკვე როგორც ვიზუალური კულტურის ტრადიციების ნაწილი.
ხალიჩა კოსმიური დამპყრობლებით – ეს არის სხვადასხვა თაობისა და ხანის ორი ტრადიციული კულტურის შერწყმა.
#space_invaders_by_brice – ეს არის კოსმიური დამპყრობელი, რომელიც იცავს არტ სივრცეს პლანეტებისა და სამყაროების სხვადასხვა რეგიონებში. ის სხვადასხვაგვარად შეიძლება მოგევლინოს – ლეგოს დეტალებისგან აწყობილი, ან გრაფიტის სახით შენი ქალაქის ქუჩებში, ან ვინილის ფირფიტად ბუნებაში, ან აბრად მეტროს შესასვლელთან მდებარე აფთიაქში, ანდა, სულაც სტიკერად შენს საყვარელ სამარშრუტო ტაქსიში! შეიძლება, სულაც არ ელოდე, მაგრამ კოსმიური დამპყრობელი ნებისმიერ წამს გამოჩნდება იმისთვის, რომ ვინმეს არტ სივრცე დაიცვას!
მაგალითად, პირველი კოსმიური დამპყრობლები ნაპოვნია ციმბირის ტერიტორიაზე (ნოვოსიბირსკის ოლქში და ქალაქებში ნოვოსიბირსკი, ტომსლი, იმსკი), მოსკოვის მუზეუმის GARAGE ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიაზე (ქ. ახალციხეში, ქ. თბილისის ქუჩებში, საბადურის ტყეებში).
.